შუკო: იქ, სადაც მიზნები რეალობად იქცევა.
ყველა ფირმას თავისი მიზანი აქვს. შუკოს მიზანია დედამიწის ბუნებრივი რესურსების დაზოგვა და ამით ლურჯი პლანეტის დაცვა. ამ მიზანს ნათლად ასახავს დევიზი „Energy² – ვზოგავთ ენერგიას და გამოვიმუშავებთ ენერგიას“. დევიზი, რომელიც შუკოს ყველა პორდუქტში რეალობად იქცევა.
შუკო 60 წლიანი გამოცდილებით იღწვის უსაფრთხო მომავლის მიზნის მისაღწევად და ამისათვის ქმნის ინოვაციურ პროექტებს კარ-ფანჯრების, ფასადებისა და მზის ენერგიის სისტემების დარგში და ხელმძღვანელობს მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკით, რამაც კომპანია სამშენებლო ინდუსტრიაში ყველაზე ცნობად და სანდო ბრენდად აქცია.
ამასთანავე: შუკო არის პრემიუმ ბრენდი. იგი პასუხისმგებელია საკუთარი მუშაობის უმაღალეს ხარისხზე. პრაქტიკაში ეს ნიშნავს ენერგოეკონომიური პროექტების შექმნას, რაც ნათლად განსაზღვრულ ფასეულობებთან არის დაკავშირებული: ენერგია, უსაფრთხოება, კომფორტი და დიზაინი. ეს კი ნიშნავს უმაღლესი ხარისხის, ინოვაციების, პარტნიორობისა და პასუხისმგებლობის ფასეულობებად აღიარებას, რაც კომპანიის ყოველდღიური ცხოვრების ფილოსოფიას წარმოადგენს.
კომპანიის ყველაზე დიდი მოგება: ცხოვრებისეული ფასეულობები.
პირველობა. შუკოს ის არ აკმაყოფილებს, რომ იყოს მხოლოდ კარგი. მოთხოვნა: სიზუსტე და სრულყოფილება. ერთი სიტყვით: ბრწყინვალე - მის ყველა სფეროში, ყველა პროექტსა თუ ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს რეალობაა.
ინოვაცია. შუკო ლიდერია ბაზარზე. ამასთანავე იგი მუდმივად მუშაობს ინოვაციებზე, რომ მომხმარებელს საუკეთესო პროექტი შესათვაზოს, რათა ყოველთვის უსწრებდეს ბაზარზე არსებულ კონკურენტებს.
პარტნიორობა. შუკო: გლობალური ქსელი, რომელიც შედგება 12.000 არქიტექტორისგან, ლითონმწარმოებლისგან, მზის ენერგიის სისტემებზე მომუშავე ფირმისაგან, ინვესტორისგან და მშენებელისგან, რომლებსაც ერთმანეთთან პარტნიორობა აკავშირებთ, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს საერთო წარმატება და გამყარდეს ნდობა შუკოსა და მისი პარტნიორული ქსელის მიმართ.
პასუხისმგებლობა. ბაზარზე ლიდერად ყოფნა შუკოსათვის ასევე პასუხისმგებლობას ნიშნავს. პასუხისმგებლობა საერთო პარტნიორული ქსელის მიმართ, მომავალი თაობის მიმართ და ლურჯი პლანეტის მიმართ.
