დირკ ჰინდრიხსი
შუკო და მისი პარტნორები ამ პასუხისმგებლობას იზიარებენ, ერთობლივად ჩვენ ვქმნით ენერგოეფექტურ და ეკონომიურ შენობებს. ვანვითარებთ ინოვაციურ პროექტებს ეკოლოგიურად სუფთა მზის ენერგიის მიღებისათვის და ამით ჩვენი წვლილი შეგვაქვს ჩვენი პლანეტის მომავლის უზრუნველყოფაში. გახდი მისი ნაწილი.“
კომანდიტური საზოგადოება შუკო ინტერნაციონალის პრეზიდენტი
შუკო – მწვანე ტექნოლოგია ლურჯი პლანეტისათვის.
ეკოლოგიურად სუფთა მზის ენერგია.
შუკო ლიდერია მომავალზე ორიენტირებული შენობების გარსის წარმოებაში. მსოფლიოში მისი სახელი დაკავშირებულია კომპეტენტურობასთან მზის ენერგიის სისტემების, კარ-ფანჯრებისა და ფასადების წარმოების კუთხით. მოკლედ: შუკოს მიზანია რესურსების მდგრადი შენარჩუნება.
შუკო 1951 წელს დაარსდა და დღეს 5.000 თანამშრომელთან და 12.000 პარტნიორ ფირმასთან ერთად 78-ზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობს. მისი ცენტრალური ოფისი ბილეფელდში მდებარეობს.
ინოვაციური ტექნოლოგიები და ძლიერი პარტნიორული ქსელი
შუკო არა მარტო ფანჯრების და ფასადების თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მზის ენერგიის ეკონომიური სისტემების მიმწოდებელია, არამედ იგი არის არქიტექტორების, გადამამუშავებლებისს, მზის ენერგიის სისტემებზე მომუშავეების, დამპროექტებლების, ინვესტორებისა და მშენებლების მუდმივი პარტნიორი. მიზანი შემდეგია: თითოეულ ბაზარს შესთავაზოს ამ ბაზრის შესაბამისი გადაწყვეტილება – როგორც კერძო ბინების, ასევე სამრეწველო და ორგანიზაციული ობიექტების მშენებლობაში. ჩვენი პორტფოლიო მოიცავს მაღალხარისხიან მასალების ფართო არჩევანს. სისტემები აკმაყოფილებენ მაღალ მოთხოვნებს ენერგიის ეკონომიურად გამოყენების, უსაფრთხოების, კომფორტისა და დიზაინის თვალსაზრისით და რაც მთავარია დაცულია ხარისხის უმაღლესი სტანდარტი.
პასუხისმგებელლობა მსოფლიოში
მაგრამ შუკო უფრო მეტია. ტექნოლოგიების დარგში კომპეტენტურობასთან ერთად შუკოს პროექტები გამოხატავენ მზადყოფნას პასუხისმგებლობის აღებაზე, უპასუხონ დროის ყველაზე მწვავე გამოწვევებს – კლიმატის ცვლილებებსა და ენერგორესურსების შემციერბას. კომპანიის დევიზით “Energy² – ვზოგავთ ენერგიას და გამოვიმუშავებთ ენერგიას” შუკო ავითარებს ენერგიის მიღების ინოვაციურ კონცეფციას. მაღალი თბოიზოლაცია, შენობის ავტომატიზაცია და მზის ენერგიის მიღების სისტემები იძლევა შენობებში ენერგიის წყაროების ხარჯის შემცირებისა და პარალელურად ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობას.
